The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ დიდებულიძე

მარიამ დიდებულიძე
Date of birth:28 May, 1952  (72 years)
Category:Historian, Scientist, Art historian

Biography

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1974 წელს.

1974 წლიდან - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი; 1998 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სასულიერო აკადემიაში; 1997 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა შუა საუკუნეების ფერწერა; ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონკურსებში; თბილისის სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე  მიჰყავს ბიზანტიური მხატვრობის ისტორიის კურსი; თბილისის სამხატვრო აკადემიაში – შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის კურსი. ხელოვნების ისტირიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის ფერწერული ანსამბლის მხატვრული სახე : (XII-XIII სს-თა მიჯნის ქართ. კედლის მხატვრობის მიმართება ბიზანტიურ ფერწერასთან)", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.411; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.583; გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი: gch-centre.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, სამეცნიერო საბჭოს წევრი

Bibliography


Share: