Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის კორსანტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1967–1969წწ. მუშაობდა სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში; 1969–1972 წლებში თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში; 1972–1978წწ. თსსი ცსკლ–ში; 1978–1988წწ. თბილისის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1988 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1988–1991წწ. ა. ნათიშვილის სახელობის ექპერიმენტული მორფოლოგიის, აგრეთვე 1991–2000წწ. ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტების იმუნოლოგიის განყოფილების გამგე; 2000–2005წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2005–2007წწ. დირექტორი; 2010–2020წწ. იმუნორეაბილიტაციის ლაბორატორიი გამგე. ავტორია 145 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სბი–ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Условия и выявления биологической активности интерферона клеточных культурах". სადოქტორო დისერტაციის თემა – "Перинатальные вирусные инфекции и передача эндогенного интерферона потомству в период беременности и лактации", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.162; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 178 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |