შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ფალიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1943 წელს(სადირიჟორო). 1941–1943წწ. დირიჟორობდა მოსკოვში, საკავშირო რადიოს დიდ სიმფონიურ ორკესტრს; 1944–1967წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1968–1973წწ. მთავარი დირიჟორი; მართავდა გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში; განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა მან როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს; მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 70–ზე მეტი ოპერა და ბალეტი; ზ. ფალიაშვილის ოპერები: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა", რ. გაბიჩვაძის ბალეტი "ჰამლეტი" და "მედეა", პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", ჯ. ვერდის "აიდა", პუჩინის "ტოსკა", ბიზეს "კარმენი"; დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრებს; მისივე დირიჟორობით გრამფირფიტაზე ჩაწერეს ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისი", ვ. გოკიელის "წითელქუდა", ს. ცინცაძის ბალეტი "ცისფერი მთის საუნჯე"; მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით; 1944 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1961 წლიდან პროფესორი, საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე; გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ, როცა დირიჟორმა დაასრულა "აბიო მეფის" ბოლო აკორდები; საზოგადო მოღვაწე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 274 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |