The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ფალიაშვილი

ივანე ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1868
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1934  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ერთხანს ორგანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში; 1888 წლიდან თავის ძმასთან, ზაქარია ფალიაშვილთან ერთად მღეროდა ლადო აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში; სადირიჟირო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერო დასში; 1892 წელს მიწვეულ იქნა თბილისის "სამუსიკო წრის" დირიჟორად(აქ მის სპექტაკლებში მონაწილეობდა თედორე შალიაპინი); 1893–1922წწ. მუშაობდა აგრეთვე უკრაინისა და რუსეთის საოპერო თეატრებში დირიჟორად და ქორმაისტერად; 1922–1934წწ. მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად, შექმნა "აბესალომ და ეთერის" და "დაისის" შესრულების მხატვრული ტრადიცია; 1923–1928წწ. იყო "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი, დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 80-ზე მეტი ოპერა; დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს; მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენი IX სიმფონია; ფალიაშვილის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობითა და ემოციურობით; იყო პიანისტი და ორგანისტი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 276; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: