The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ქაშაკაშვილი

ვალერიან ქაშაკაშვილი
სხვა სახელი:ბაღდათელი  (ფსევდონიმი)
თორელი  (ფსევდონიმი)
ქაშელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1954  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1923 წელს.

1920–1925წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი  (ბარიტონი); 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა იტალიაში; სამი წლის მანძილზე ოსტატობას იმაღლებდა მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ "ლა სკალაში"; გამოდიოდა რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე; 1928–1948წწ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მღეროდა თბილისის(შემდგომ ზ. ფალიაშვილის სახელობის) ოპერისა და ბალეტის სცენაზე; ჰქონდა ძლიერი ხავერდოვანი ხმა, შეასრულა 30–მდე პარტია – "აბდულ არაბი" (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), კიაზო (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), რიგოლეტოს, ჟერმონის, ამონასროს(ვერდის "რიგოლეტო", "ტრავიატა", "აიდა"), სკარპიას(პუჩინის "ტოსკა"), ტორეადორის (ბიზეს "კარმენი"), ტონიოს (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ალფონსოს (დონიცეტის "ფავორიტი ქალი"), ვალენტინი ("ფაუსტი") პარტიები; შესანიშნავი ხმა და სცენური მომხიბვლელობა საშუალებას აძლევდა მომღერალს ჩასწვდომოდა მსოფლიო მუსიკალურ შედევრებს და მსმენელ-მაყურებლისათვის გადაეშალა მთელი მათი სიღრმე და სიდიადე; 1928 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა, თავგამოდებით ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტების აღზრდის საქმეს, ჯერ მუსიკალურ ტექნიკუმში, ხოლო 1937 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორი), მისი მოწაფეები იყვნენ: გ. გრიგორაშვილი, თ. მუშკუდიანი, ლ. ჭყონია.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 300

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: