The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივა კუზანოვი

ივა კუზანოვი
ოფიციალური სახელი:ივანე კუზანოვი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1976–1978წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1993წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ტოპ. ანატომიის და ოპ. ქირურგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგე; 1994 წლიდან თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ – აღდგენითი მიკროქირურგიის კათედრის გამგე. არის 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოში პირველმა მოახდინა მტევნის რეპლანტაცია, ჩაატარა პირველი ტრანსსექსუალური ოპერაცია სქესის შეცვლის მიზნით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციულ – აღდგენითი მიკროქირურგიის კათედრის გამგე. 1994–2005წწ.  შპს "კარაპს მედლაინის", ხოლო 2005–2007წწ.  შპს "ჯი, აი, ენ, ენ-ის" კლინიკას; 2007 წლიდან არის "ესტა კუზანოვ კლინიკის" დამფუძნებელი და პლასტიკური ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმელების იზოტრანსპლანტაცია ექსპერიმენტში მიკროქირურგიის ტექნიკის გამოყენებით", დაიცვა 1977 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზემო კიდურების დაზიანებების მიკროქირურგია", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.164; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.234; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.220-221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პლასტიკურ–ესთეტიკური ქირურგიის და ესთეტიკის მედიცინის ევრორუსეთის კონფედერაციის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: