Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულიკო კუპრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო მოსკოვში ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე; 1978–1990წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციების პრობლემას, პლაფერონის როლს ონკოლოგიაში, იმუნოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ვირუსული და მიკრობული ინფექციების მოდელირება უჯრედულ და ორგანულ კულტურებში"(თბ., "მეცნიერება", 1985), "ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში"(თბ., "მეცნიერება", 1986). ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნეირამინიდაზის ფუნქციური მნიშვნელობა გრიპისა და პარაგრიპის ინფექციის დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |