შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ დილბარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს. 1952 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში; 1963 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში; 2007 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა თბილისში გალერეა "ვერნისაჟში"; შესრულებული აქვს პეიზაჟური და ჟანრული ხასიათის სურათები, პორტრეტები, ნატურმორტები: "ბოტანიკური ბაღი" (1953), "ნორჩი ნატურალისტები" (1957), "მერცხლები"(1958), "სამუშაოდან დაბრუნება" (1960), "ზეიმის წინ" (1962), "საჩუქრები ფრონტისათვის" (1964), "რთველი" (1969), "მსხლები" (1969), "ძველი თბილისი" (1965, 1972), "თბილისის ეზო" (1977), "მხატვრის სამყარო" (1980), "ოჯახი" (1985); ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.431 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |