The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სვიმონ გოგოლაშვილი

სვიმონ გოგოლაშვილი
სხვა სახელი:სვიმონ სვიმონიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1865
გარდაცვ. თარიღი:1922  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

განათლება ჯერ თბილისის სამოსწავლო სემინარიაში მიიღო, შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც სტუდენტურ არეულობაში მონაწილეობის გამო იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სამშობლოში დაბრუნებულმა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მდივნად დაიწყო მუშაობა. აკაკი წერეთლის თხოვნითა და რჩევით იგი ქუთაისის სცენოსმოყვარეთა წრეში ჩაეწერა, შემდეგ იგი თბილისსი მიიწვიეს და დაიწყო მისი გზა ქართულ თეატრში. საზოგადოების დავალებით ერთხანს ავჭალის აუდიტორიისა და ავლაბრის სცენის მოყვარეთა წრეებს რეჟისორობდა; ხშირად მონაწილეობდა სახალხო სასოფლო წარმოდგენებში; 1909 წელს მიწვეულ იქნა ნაძალადევის სახალხო თეატრის აშენების ხელმძღვანელად და რეჟისორ-მსახიობად. 40 წელი ემსახურებოდა ქართულ თეატრს. სვიმონ გოგოლაშვილის მთელი ოჯახი ტონს აძლევდა ქართულ თეატრალურ სამყაროს. მაშინ, როცა მშობლიური ენა და საერთოდ ყველაფერი ქართული იდევნებოდა, სცენა ეროვნული კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების ტრიბუნად გადაიქცა. მისი საყვარელი როლები იყო: ლაერტი ("ჰამლეტი"), იაგო ("ოტელო"), ედმუნდი("მეფე ლირი"), ლევან ხიმშიაშვილი("სამშობლო") და სხვ. გარკვეული პერიოდი ბაქოს ქართული თეატრის სცენისმოყვარეთა დასში მუშაობდა. პროფესიული თეატრის შემდეგ მუშათა უბნებს მიაშურა და მუშათა აუდიტორიებს, როგორც მსახიობი და რეჟისორი სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა; 1916 წელს სოჭის გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას; აქვე დააარსა საგანგებო ქართული ენის სკოლა, სცენისმოყვარეთა წრე და თეატრი. თავისი თეატრალური მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ საზოგადოებაში.

წყარო: ანმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: