The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ქუმსიშვილი

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ქუმსიშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1942  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ორხევი, თიანეთის რაიონი.

მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში.

ბავშვობიდან მღეროდა ჯერ სასკოლო, შემდეგ მ. კავსაძის გუნდში; 1923 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე(ზ. ფალიაშვილის "დაისი"); 1924 წლიდან ამავე თეატრის სოლისტი იყო; 1932–1933წწ. მიიწვიეს ლენინგრადიმ საოპერო თეატრში; 1937 წელს წარმატებით გამოვიდა ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში; ჰქონდა ულამაზესი ტემბრის, ფართო დიაპაზონისა და განსაკუთრებული სიძლიერის ხმა(დრამატული ტენორი); 20 წლის მანძილზე 46 პარტია შეასრულა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი, რატი(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დაისი", "ლატავრა"), ნიკო(მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ოტელო, მანრიკო, რადამესი(ვერდის "ოტელო", "ტრუბადური", "აიდა"), რაული(მეიერბერის "ჰუგენოტები"), ელიაზარი(ჰალევის "რაქილი"), გრიგორი(ძერჟინსკის "წყნარი დონი").

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 304


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: