შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942–1943წწ. იყო საგარეჯოს, 1944 წელს თიანეთის, 1945 წელს თეთრიწყაროს სახალხო სანიტარული ინსპექტორი; 1952 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში №1 მეან–გინეკოლოგიური კათედრის ასისტენტად, 1966 წლიდან დოცენტად, 1975 წლიდან პროფესორია. 1973–1976წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია(1976, 1979). მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1975). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჰიპოოვარიულ მოშლილობათა ახტალის ტალახით მკურნალობა", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების მწვავე ანთების მკურნალობა დეციმეტრული ტალღებით", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.165 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |