The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კურცხალია

ვახტანგ კურცხალია
Date of birth:24 February, 1921  (104 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1943წწ. იყო საგარეჯოს, 1944 წელს თიანეთის, 1945 წელს თეთრიწყაროს სახალხო სანიტარული ინსპექტორი; 1952 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში №1 მეან–გინეკოლოგიური კათედრის ასისტენტად, 1966 წლიდან დოცენტად, 1975 წლიდან პროფესორია. 1973–1976წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია(1976, 1979). მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1975).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჰიპოოვარიულ მოშლილობათა ახტალის ტალახით მკურნალობა", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების მწვავე ანთების მკურნალობა დეციმეტრული ტალღებით", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.165

Member of Organizations

  • საკავშირო მეან–გინეკოლოგიის საზოგადოების პლენუმი, წევრი (1973-1976)
  • საქართველოს მეან–გინეკოლოგიის საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • 1975 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: