The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ბატონიშვილი

Legal name:დიმიტრი ბაგრატიონი
Date of birth:14??
Date of death:15??
Category:Royalty

Biography

კახეთის მეფე ალექსანდრე I–ის უმცროსი ძე და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი; ალექსანდრე I–ის შვილები – გიორგი II(ავგიორგი) და დიმიტრი ბატონიშვილი პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; კომფლიქტი იმანაც გააღრმავა რომ გიორგისაგან განსხვავებით ალექსანდრე I და დიმიტრი ბატონიშვილი ქართლის სამეფოს მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეები იყვნენ: "რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა"; ამასთან ალექსანდრე, სამეფო პოლიტიკის გატარებისას, უმეტესად დიმიტრი ბატონიშვილს ეყრდნობოდა და შესაბამის დავალებებსაც მას აკისრებდა; მეფემ დიმიტრი ბატონიშვილი შირვანს შაჰ ისმაილთან წარგზავნა, სადაც იგი პატივით მიიღეს; ელჩობა წარმატებით დასრულდა და დიმიტრი ბატონიშვილი სამშობლოში "ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა" დაბრუნდა; დაპირისპირება ძმებს შორის აშკარა კომფლიკტში გადაიზარდა, გიორგიმ მამა მოკლა, ხოლო "ძმასა თუალები დასწვა"; გამეფებულმა ავგიორგიმ (1511-1513) თვალდათხრილი დიმიტრი ბატონიშვილი კახეთში არ დააყენა; დიმიტრი ბატონიშვილი ცოლ–შვილით ქართლში გადავიდა და გარკვეული დროით მცხეთაში სვეტიცხოველს "შემოეხუეწა"; მას თვალდამწვარი უწოდეს, მის შთამომავლებს კი – თვალდამწვრიანები; მეფემ იგი "არჩინა", რასაც მისი შვილების ამ კუთხით დამკვიდრება და რანგით ჩამოქვეითება მოჰყვა; დიმიტრი ბატონიშვილის შთამომავალნი დავით თვალდამწვრიანისაგან დავითიშვილებად იწოდებოდნენ, მათგან მომდინარეობს ბაგრატიონთა სამეფოს სახლის დავითიშვილ–ბაგრატიონების განშტოება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434


Share: