The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:დიმიტრი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1803
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1845  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

XVIII-XIX საუკუნე, იულონ ბარტონიშვილის ძე, ერეკლე II–ის შვილიშვილი; 1832 წელს შეთქმულების აქტიური მონაწილე; ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთს გადაასახლეს; ცხოვრობდა პეტერბურგსა და მოსკოვში; XIX საუკუნის 20-იან წლებში დიმიტრი ბატონიშვილის სახლში თავს იყრიდნენ ქართველი ოფიცრები; მის სალონში აღმოცენდა 1832 წლის შეთქმულების მომზადების იდეა; დიმიტრი ბატონიშვილიის აზრით, ცარიზმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ–კახეთის სამეფო; მიაჩნდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით (ინგლისი, საფრანგეთი) შესაძლებელი იყო ზეგავლენის მოხდენა ცარიზმზე, რათა იძულებული გაეხადათ იგი, აღედგინა ქართლ–კახეთის სამეფოს 1783 წლის ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე; დიმიტრი ბატონიშვილი ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულთა საზოგადოების საქმიანობაში; შეთქმულების დამარცხების შემდეგ ბატონიშვილის ტიტული ჩამოართვეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.874 


გააზიარე: