The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიმონ ქორიძე

ფილიმონ ქორიძე
სხვა სახელი:კორიჯიო  (ფსევდონიმი)
ქორიჯი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1911  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოზურგეთი
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, ახლანდელი ზემო აბაშა, სამტრედიის რაიონი.

1864–1872წწ. დაეუფლა ვოკალურ ხელოვნებას მილანში(ფ. რონკონისთან), მღეროდა "ლა სკალაში"; იტალიურმა პრესამ ის იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა; 1872 წელს გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის(რიო –დე–ჟანეირო) მრავალი საოპერო სცენა, 1874–1881წწ. კონცერტებს მართავდა იტალიის ქალაქებში კორიჯიოს ფსევდონიმით; 1873 წლიდან იყო პეტერბურგის "მარიას" თეატრის სოლისტი; 1881 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტუალურ საზოგადო მოღვაწეობას შეუდგა; ამავე წლიდან გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შეასრულა: სუსანინის(გლინკას "სიცოცხლე მეფისათვის"), დემონის(რუბინშტეინის "დემონი"), დონ ბაზილიოს(როსინის "სევილიელი დალაქი"), რუსლანის(გლინკას "რუსლან და ლიუდმილა") პარტიები; იყო ქართული საოპერო ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებელი; პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი; უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა–გალობის თავმოყრის, ჩაწერისა და გავრცელების საქმეში; 1893 წელს ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად; წელიწადზე მეტხანს დარჩა გურიაში და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა, აქ მან სულ ჩაიწერა 5532 საგალობელი; თავისუფალ დროს მუსიკის სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის", რომელიც 1895 წელს გამოსცა1897 წლის დასაწყისში მან დაასრულა ოზურგეთში საგალობლების ნოტებზე ჩაწერა და 2 თებერვალს გამართა გამოსამშვიდობებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მის მიერ შედგენილმა გუნდმა; დადიოდა სოფლებში, მონასტრებში, გამუდმებით ეძებდა და იწერდა ძველ ქართულ საგალობლებს; 1895–1911წწ. შეკრიბა და გამოსცა საგალობლების 4 კრებული; დაწერილი აქვს ასევე ვოკალური და საფორტეპიანიო ნაწარმოებები; 1910 წლისთვის ის ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გალობას ასწავლიდა; ოცნებობდა ქართული ხალხური მუსიკის უფრო კვალიფიციურ ჩაწერასა და დამუშავებაზე; იყო ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი, პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა; მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი(ერისკაცობაში - ესტატე კერესელიძე), სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით; ფ. ქორიძე გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში, დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ხის ეკლესია, ამჟამად საფლავი დაკარგულია; 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი(მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე); ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007.– გვ. 301; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.550


გააზიარე: