The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა ლაბარტყავა

დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1985-1990წწ. მუშაობდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყიფილებაში. 1990 წლიდან არის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბრონქული ასთმის იმუნოლოგიურ მაჩვენებლებსა და მკურნალობის გზებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სტაფილოკოკური სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე ინფექციურ–ალერგიული ბრონქული ასთმის იმუნოთერაპია და სტაფილოფაგოთერაპია". 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.167


გააზიარე: