შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვეტა ლაზარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1981–1985წწ. სწავლობდა ასპირანტურაში–მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1977–1983წწ. იყო რესპუბლიკის ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ფსიქიატრი, 1986–1993წწ. მ. ასათიანის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის განყოფილების უფროსი, 1990–1995წწ. სოციალურ–ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების გამგე. 1992 წლიდან არის კრიზისული სოციალურ–ფსიქიატრიული დახმარების ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თვითმკვლელობას, ნორმასა და პათოლოგიას ფსიქიატრიაში, სტრესსა და სიტუაციურ რეაქციებს, ფსიქოლოგიურ კრიზისს, ფსიქო–სოციალურ დევიაციებს, რეაბილიტაციასა და პრევენციას. არის დისერტანტთა ხელმძღვანელი. ხელმძღვანელობს აგრეთვე სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრ "ნდობას". ატარებს ტრენინგებს, ლექციებს თბილისსა და რეგიონებში. მან პირველმა დააფუძნა საქართველოში ფსიქოსოციალური და კრიზისული დახმარების სტრუქტურები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პრაქტიკულად ჯანმრთელ პირთა და ფსიქოპათიურ პიროვნებათა განმეორებითი სუიციდური ქცევების ანალიზი", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |