შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ყვარელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს. 1932–1959წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ლამაზი ტემბრის ხმის(ლირიული ტენორი), შესანიშნავი სცენური მონაცემების მეოხებით შექმნა დასამახსოვრებელი სახეები ქართულ და უცხოურ ოპერებში; ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას; 1937 წელს მას წარმატება მოუტანა მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ, აქ წარმოდგენილ სამ ოპერაში მიიღო მონაწილეობა(ზ. ფალიაშვილის "დაისი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"); 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში; გადაღებულია კინოფილმებში: "აკაკის აკვანი", "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე"(ვ. პიპინაშვილის), აგრეთვე ფილმში "ეთერის სიმღერა"(რეჟ. ს. დოლიძე), დოკუმენტურ ფილმში "აკაკი წერეთელი", ყველა ამ ფილმში შეასრულა აკაკი წერეთლის როლი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 307 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |