The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლანდია

მიხეილ ლანდია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. მუშაობდა  ბათუმში გინეკოლოგად; 1974–1985წწ. - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II სამეანო გინეკოლოგიურ კათედრაზე; 1985 წლიდან არის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა ორსულთა ტოქსიკოზის დიაგნოსტიკის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურორტული გინეკოლოგიის საკითხებზე. არის კურორტ მენჯისა და სამტრედიის კონსულტატი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობის ცვლილებები სისტემაში დედა -პლაცენტა - ნაყოფი ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუბარული უშვილობის კომპლექსური მკურნალობა და ქალის გენერაციული ფუნქციის ეტაპური რეაბილიტაცია ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344


გააზიარე: