Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლანდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა ბათუმში გინეკოლოგად; 1974–1985წწ. - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის II სამეანო გინეკოლოგიურ კათედრაზე; 1985 წლიდან არის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა ორსულთა ტოქსიკოზის დიაგნოსტიკის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურორტული გინეკოლოგიის საკითხებზე. არის კურორტ მენჯისა და სამტრედიის კონსულტატი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობის ცვლილებები სისტემაში დედა -პლაცენტა - ნაყოფი ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუბარული უშვილობის კომპლექსური მკურნალობა და ქალის გენერაციული ფუნქციის ეტაპური რეაბილიტაცია ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |