შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ლაშხაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წელს იყო ქარელის სანეპისადგურის ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1978 წელს თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1996წწ. წყლის ჰიგიენისა და წყალსატევების სანიტარული დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1994 წლიდან არის ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1995 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება წყლის გამტკნარების ჰიგიენურ პრობლემებს, სასმელი წყლისა და წყალსატევების სანიტარულ დაცვას. სანიტარული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღრუ აცეტატცელულოზური ბოჭკოების და ეპოქსიდური შენაერთების საფუძველზე დამზადებული უკუოსმოსის მეთოდით მომუშავე წყლის გამამტკნარებელი აპარატების ჰიგიენური შეფასება", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |