შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლაჭყეპიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1984-1991 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტი - ნერვულ სნეულებათა კათედრა, ასისტენტ-პროფესორი; 1991-1999წწ. - ნერვულ სნეულებათა კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 1999-2004წწ. - ნერვულ სნეულებათა კათედრა, სრული პროფესორი; 2004-2008წწ. - ცსკ, ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან - ავერსის კლინიკა, ნევროლოგიური სამსახურის უფროსი ექიმი-ნევროლოგი; 2006 წლიდან - ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი, ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი. არის 49 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სახელმძღვანელოს თანაავტორი. სამეცნიერო ნაშრომებში განხილულია თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ნეიროინფექციები. 1989–1999წწ. არის საქართველოს ექიმთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემიდილუცია იშემიური ინსულტის დროს", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის დაზიანება სეფსისის დროს", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344; mkurnali.ge; მედპორტალი: medportal.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.311-312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |