The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლაჭყეპიანი

გიორგი ლაჭყეპიანი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1984-1991 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტი - ნერვულ სნეულებათა კათედრა, ასისტენტ-პროფესორი; 1991-1999წწ. - ნერვულ სნეულებათა კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 1999-2004წწ. - ნერვულ სნეულებათა კათედრა, სრული პროფესორი; 2004-2008წწ. - ცსკ, ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან - ავერსის კლინიკა, ნევროლოგიური სამსახურის უფროსი ექიმი-ნევროლოგი; 2006 წლიდან - ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტი, ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი. არის 49 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სახელმძღვანელოს თანაავტორი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემიდილუცია იშემიური ინსულტის დროს", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის დაზიანება სეფსისის დროს", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344; mkurnali.ge; მედპორტალი: medportal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო–პედაგოგიური საბჭო, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1989-)
  • საქართველოს სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირებისა და ლიცენზირების საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - ქ. ატლანტას (აშშ) საპატიო მოქალაქე

გააზიარე: