The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ელიავა

გიორგი ელიავა
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1892
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1937  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინიო ფაკულტეტი 1916 წელს.

1916 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. აღმოაჩინა უნიკალური ვირუსი და მისი საფუძვლიანად შესწავლის მიზნით გაემგზავრა პარიზში, სადაც 1918-1921წწ. და შემდგომ 1925-1927წწ. მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1927 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან - მიკრობიოლოგიის კათედრებს; 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური; 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა. ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს. მისი დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს და დღესაც ეს ინსტიტუტი პირველი სამეცნიერო კერაა მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: