The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ვარდოსანიძე

მარიამ ვარდოსანიძე
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1943  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის სრული კურსი 1883 წელს, შემდეგ დამატებითი მერვე კლასი 1884 წელს და მიიღო მასწავლებლის ხარისხი.

1884-1886წწ. ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელი; 1986 წელს სკოლა სამრევლო სკოლად გადაკეთდა და იგი აქ 1894 წლამდე მუშაობდა; 1894-1904წწ. იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებელი; 1904-1906წწ. ქუთაისის ქალაქის ერთკლასიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1906-1919წწ. ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებლის გამგე; 1919-1921წწ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის უფროსი; 1921-1923წწ. ქუთაისის მე-12 შრომის სკოლის გამგე; 1923-1928წწ. ქუთაისის პირველი ოთხწლიანი სრომის სკოლის გამგე. იგი მოსწავლეებს მეცნიერების საფუძვლებს აყვარებდა და მათ სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს უნერგავდა. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, სხვა მუშაკებთან ერად შეუდგა საკვირაო სკოლების ორგანიზაციის საქმეს. 1891-1914წწ. იყო ქუთაისის პირველი საკვირაო სკოლის შეუცვლელი გამგე. სკოლის სასარგებლოდ სისტემატურად მართავდა საღამო-კონცერტებს, წარმოდგენებს, კერძო პირებისგან აგროვებდა შემოწირულობებს და ასეთი საშუალებებით საკვირაო სკოლას არსებობისთვის საჭირო პირობებს უქმნიდა.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობა, წევრი (1912-)

გააზიარე: