The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ლეონიძე

დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1984წწ. იყო თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1984–1987წწ. მუშაობდა რესპუბლიკის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკური დისპანსერში; 1997 წლიდან არის კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა. ხელმძღვანელობს ექიმი–ინტერნების, ექიმი–ორდინატორების, პრაქტიკოსი ექიმების, სტუდენტების მომზადებას.მედიცინის მეცნიერებატა კანდიდატი, დერმატოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაკროფაგ–ლიმფოციტური სისტემისა და ლიზოციმის როლი ფსორიაზის პათოგენეზსა და მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.169

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის დერმატო–ვენეროლოგთა აკადემია, წევრი

გააზიარე: