The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ვოლსკი

გრიგოლ ვოლსკი
Other name:გრიგოლ უმწიფარიძე  (Pseudonym)
Date of birth:24 January, 1860
Date of death:5 October, 1909  (at 49 years)
Burial location:ქ. ბათუმი
Category:Medical Doctor, Translator, Educator, Poet, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედეცინო ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილოებას იღებს სტუდენტთა მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვება. 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. მისი თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი - ბათუმის საბავშვო მუზეუმი. იღვწოდა მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე. მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ვოლსკის ეკუთვნის პატრიოტული და ლირიკული ლექსები: "მეგობარს", "სიზმარი" (1882), "როს საუკუნოდ დავდუმდე" (1893), ასევე პოპულარულ რომანსად ქცეული "შენ გეტრფი მარად" (1891, მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა), მოთხრობა "თორნიკეს დარდი" (1888), ჩეხოვის, ანდერსენის ქართული თარგმანები, ილიას, შიო არაგვისპირელის, ეკატერინე გაბაშვილის რუსული თარგმანები და სხვა; 1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ვოლსკის სახელს ატარებს ქუჩა ბათუმში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.1979; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 142

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილება, თავმჯდომარე

Share: