Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს. 1980–1981წწ. - თბილისის II საავადმყოფოს ინტერნი; 1983–1984წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983–1984წწ. - გარდაბნის რაიონის ქირურგი; 1984–1987წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1994წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1994–1996წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1991 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1999 წლიდან – დეკანი; 1996 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა №3 კათედრის პროფესორი; 1989–1993წწ. მუშაობდა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. 1983–2002წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის თანამშრომელი. 2002–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის №4 კათედრის პროფესორი; 2006–2009წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტის კერძო ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი; 1998–2002წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 2002–2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2009–2012წწ. პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2018–2019წწ. აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან – შპს საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს გენერალური დირექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი. ავტორია 167 სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის, 3 მეთოდური რეკომენდაციის. კვლევის თემა: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოსტიკა, კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1998). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.169; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.401 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |