The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზაალიშვილი

მიხეილ ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 1920  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იგოეთი, კასპის რაიონი. 

დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი 1885 წელს, დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1887 წელს. სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მიდის პოლონეთში, ნოვო-ალექსანდრიის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1891 წელს; 1897 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მიიღო პირველი თანრიგის აგრონომის წოდება.

1897 წელს დაინიშნა ერევნის საოსტატო სემინარიის დამრიგებლად, სადაც ასწავლიდა საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიას. შემდეგში შეთავსებით ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და ფიზიკას ერევნის ქალთა გიმნაზიაშიც.  სომხეთში, მასწავლებლობის გარდა მუშაობდა როგორც აგრონომი და ამავე დროს იგი იყო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ერევნის განყოფილების მდივანი. 1902 წლიდან იყო გორის ამიერკავკასიის საოსტატო სასწავლებლის სემინარიის დამრიგებელი; 1907 წლიდან დაინიშნა გორის პროგიმნაზიის ინსპექტორად; 1912 წლიდან ეს პროგიმნაზია გიმნაზიად გადაკეთდა და იგი დირექტორად დანიშნეს. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში. იყო პირველი საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების ავტორი ქართულ ენაზე.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ., 1979.-გვ. 468

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: