The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ლობჟანიძე

თამაზ ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. იყო გორის მოზრდილთა პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1974–1975წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის ორდინატორი; 1975–1981წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1986წწ. თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის შინაგან მედიცინაში პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხელმძღვანელი. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის და დიაბეტოლოგიის აქტუალურ საკითხებს, მათშორის 2 მეთოდური რეკომებდაცია, 4 წიგნი და 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადისერტაციო ნაშრომი აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრიბუსპონინის და ტრივიპირინის ანტიათეროსკლეროზული მოქმედების შედარებითი ექსპერიმენტულ–კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1980 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიაბეტური პულმოპათიის კლინიკური და მორფოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.170

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ჟურნალ "კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI"- სარედაქციო საბჭო, წევრი (2006-)
  • ჟურნალ "საქართველოს რესპირაციული ჟურნალი"-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)
  • რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2005-)
  • საქართველოს ინტერნისტთა ასოციაცია, წევრი (1977-)
  • საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს ეროვნული პრემია, სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - "რესპირაციული მედიცინა XXI-ე საუკუნის დასაწყისში"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: