Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინა ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1971–1074წწ. იყო თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1977წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალურ–კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977–1983წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1983–1995წწ. აღნიშნული ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1995 წლიდან არის ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია ნეიროფიზიოლოგიის, პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია – "სიმპატო–ადრენალური სისტემა და შინაგანი ორგანოების ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ზოგიერთი საკითხები"("საბჭოთა საქართველო", 1985 წელი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა ზოგიერთი სტრუქტურის ელექტრონული და ქიმიური გაღიზიანების გავლენა სეროტონინის შემცველობაზე ცხოველის სისხლში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |