შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში; 1974–1980წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი, 1980–1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წლიდან მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პერიოდში სისხლის რეოლოგიურ და ერითროციტების მორფოლოგიურ დარღვევებს. ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის კარდიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სისხლის მიკრორეოლოგიური თვისებები და ერითროციტების მორფოფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და მათზე ზოგიერთი პრეპარატების ზემოქმედება", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.170 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |