| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1985წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1985–1989წწ. კარდიოლოგიური დისპანსერის რეანიმატოლოგი; 1989 წლიდან კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ულტრაბგერითი კვლევის პრობლემებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გულის ფუნქციური ცვლილებები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიან ავადმყოფებში თრომბოლიზური თერაპიის ფონზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

