შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1950–1952წწ. იყო დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–სტაჟიორი; 1953–1960წწ. გორია ქალთა კონსულტაციის გამგე, 1960 წელს ინსტიტუტის შემცვლელი მორიგე ექიმი, მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ანესთეზიოლოგი, 1968 წლიდან ამავე ინსტიტუტის ექიმი–გინეკოლოგი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნაყოფის ფუნქციონალურ მდგომარეობას მშობიარობის პროცესში. ყოფილ საბჭოთა კავშირში მის მიერ პირველად იქნა მიღებული ნაყოფის პირდაპირი ენცეფალოგრამა მშობიარობის პროცესში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის თავის ტვინის ფუნქციონალური მდგომარეობის დადგენა მშობიარობის პროცესში(ნაყოფის თავის ენცეფალოგრაფია)." წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |