The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ლოლაშვილი

ნინო ლოლაშვილი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1977წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1978–1981წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1981–1987წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1990წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების უმცროსი, 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან ამავე განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკასა და პროგნოზირებას, ანემიების ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას, კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის  საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური და ატიპიური ფორმების პროგნოზირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რკინა–დეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრდილთა პოპულაციაში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.346


გააზიარე: