Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1977წწ. იყო ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1978–1981წწ. თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1981–1987წწ. ჰემოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1987–1990წწ. დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების უმცროსი, 1990–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1996 წლიდან ამავე განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკასა და პროგნოზირებას, ანემიების ეპიდემიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას, კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტიპიური და ატიპიური ფორმების პროგნოზირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რკინა–დეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრდილთა პოპულაციაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.346
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |