შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ზარაფიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა სემინარია 1878 წელს. დაინიშნა თელავის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელშიც ასწავლიდა მათემატიკას. იგი ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ და რევოლუციურ მუშაობაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულს მიზნად ჰქონდა დასახული მონარქიული წყობილების წინააღმდეგ ბრძოლა, ხალხში განათლების შეტანა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადო საქმეებში და გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე აშუქებდა კახეთის პრობლემებს; იბეჭდებოდა გაზეთ "დროებაში", "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". 1898 წელს თავისი ოჯახის გარშემო შემოიკრიბა მოწინავე ქალთა პატარა ჯგუფი და მისი ხელმძღვანელობით ქალთა ამხანაგობა დაარსდა. ამხანაგობა მართავდა კრებებს, იქ იკითხებოდა მოხსენებები, ჩამოაყალიბეს სცენისმოყვარეთა წრე და მართავდნენ წარმოდგენებს. საზოგადოებრივ -კულტურულ და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაბმული, ოცდახუთი წლის მოღვაწეობის შემდეგ ტოვებს პედაგოგიურ ასპარეზს. იგი სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა დაჩაგრული სოფლის მასწავლებლის გამოფხიზლებას და მშობლიური ენის დაცვას; თავს იდო მასწავლებელთა კავშირის დაარსება თელავის მაზრაში; რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო იგი გადაასახლეს, მან დატოვა საქართველო და თავრიზს შეაფარა თავი. სიცოცხლის ბოლოს თელავში დაბრუნდა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.271; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |