The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ ზედგინიძე

იაკობ ზედგინიძე
Date of birth:1859
Date of death:1943  (at 84 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვალე, ახალციხის რაიონი.

დაამთავრა ახალციხის სამაზრო სასწავლებელი 1874 წელს; თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1879 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ახალგახსნილ სათავადაზნაურო სკოლაში, რომელიც შემდეგ ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა. 1880 წელს გადაყვანილ იქნა ქ. შუშაში სამოქალაქო სოფლის მასწავლებლად, სადაც მან 20 წელი იმუშვა, ხოლო 1899 წელს განჯაში დანიშნეს ჯერ სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სახელოსნო სკოლაში. 1905 წლიდან ის პედაგოგიურ მუშაობას ეწევა ქ. თბილისში, მე-5 გიმნაზიაში; 1917 წელს დანიშნეს მასწავლებლად თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში. იგი დახელოვნებული პედაგოგი იყო. გარდა პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. აარსებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს, დახმარებას უწევდა საზოგადოება "განათლებას". მისი ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია 1916 წელს. მისი "მეთოდური ქრესტომათია" (რუსულ ენაზე) მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი სკოლის ისტორიაში. ნოვატორი იყო ანბანის სწავლების საკითხშიც. პირველმა მან დაიწყო მეცნიერული კვლევა-ძიება ქართული ანბანის სწავლებაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.336; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Bibliography

  • ქართული წერის მეთოდიკა (Author). - ტფილისი, სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი, 1934. - 80გვ.
  • ახალი ქართული ანბანი : ენის სავარჯიშო სურათებით, ლექსებით, პატარა მოთხრობებით, წერის და ხატვა-ხაზვის ნიმუშებით და სხვ. მრავლად დასურათებული (Author). - თბილისი, გამოცემა N16 ქართული ბეჭვდითი ამხანაგობისა, 1920. - 120გვ.

Share: