The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე დობჟინსკი

კონსტანტინე დობჟინსკი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1967  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1906 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქ. ნიკოლაევში; იყო რუსეთის სხვადასხვა თეატრების მსახიობი; 1936 წლიდან მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრში; მისი საუკეთესო როლები იყო: ფლორ ფედულიჩი, ჩუგუნოვი (ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი", "მგლები და ცხვრები"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ჟელეზნოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), სტოროჟევი (ნ. ვირტას "მიწა"), კარასავინი (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი").

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.464

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: