შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ლომაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978–1979წწ. ინტერნატურა გაიარა ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ბაზაზე, 1979–1984წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1984–1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა ეპილეფტოლოგიის პრობლემებზე. თანაავტორებთან–თ. გელაძე, ო. თოიძესთან ერთად რუსულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკა და მკურნალობა"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1986 წელი). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბავშვთა კეთილთვისებიანი ეპილეფსიის კლინიკო–ელექტროენცეფალოგრაფიული ანალიზი", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.171 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |