შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი ლაფანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დონეცკის ოლქი(უკრაინა). 1969–1972წწ. სწავლობდა რიგის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, 1972–1975 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1976–1979წწ. იყო ტყვარჩელში ქირურგიული განყოფილების გამგე; 1980 წლიდან არის ნ. ანთელავას სახელობის გულ–მკერდის ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიო–მიოპლასტიკას, კარდიორეზონანსულ ელექტრო და ლაზეროთერაპიას. თორაკო–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Разработка аутомышечной системы вспомогательного кровооброщения для хирургической коррекции сердечной недостаоточности в экспериментальном исследование", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.168 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |