The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტრიფონ თაბუკაშვილი

ტრიფონ თაბუკაშვილი
Date of birth:1 February, 1866
Date of death:1926  (at 59 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ფარცხნალი, შორაპნის მაზრა.

დაამთვრა ხონის საოსტატო სამასწავლებლო სემინარია 1886 წელს.

სემინარიის დასრულების შემდეგ იგი სოფელ ძიმითის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს; 1888 წლიდან ხარაგაულის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს; 1896 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში მიიწვიეს მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად და სემინარიელთა საცდელი გაკვეთილების ხელმძღვანელად ქართულ ენაში. პოლიტიკურად არაკეთილსაიმედოობის გამო იგი განჯაში გადაიყვანეს რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. მხოლოდ 1917 წელს გახდა შესაძლებელი მისი საქართველოში სამუშაოდ გადმოყვანა. ხარაგაულის საზოგადოების მოთხოვნით იგი სკოლის გამგედ დანიშნეს. აქ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა სამუშაოდ. უკანასკნელად იგი თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა. თავის მდიდარ პედაგოგიურ-მეთოდურ გამოცდილებას ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში იყენებდა და საფუძვლად დაუდო იმ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ ნაშრომებს, რომლებიც მის კალამს ეკუთვნის. ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართველ საზოგადოებას, ახალგაზრობაში სწავლა-განათლების დანერგვა-გავრცელების საქმეს. შალვა თაბუკაშვილის მამა.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.235

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის განყოფილება , დამფუძნებელი, წევრი

Bibliography

  • ქართული ენა : სახელმძღვ. არაქართული სკოლის მე-5 კლასისათვის (Author). - თბილისი, ცოდნა, 1958. - 104გვ.
  • განთიადი (Author). - ტფილისი, 1923

Share: