The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ თავდგირიძე

ნესტორ თავდგირიძე
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1893  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1869 წელს. იმავე წელს გაემგზავრა რუსეთში და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოდესაში გაემგზავრა და 1874 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და 1874 წელს მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით სოფელ აკეთში გაიხსნა პირველდაწყებითი სკოლა, რომელშიც სწავლობდნენ ბავშვები მეზობელი სოფლებიდანაც. 1875 წლიდან იგი თბილისში გადმოდის და მასწავლებლად იწყებს მუშაობას ე.წ."ტერ-აკოპოვის სასწავლებელში"; 1880 წელს იგი სამუშაოდ გადაიყვანეს განჯაში მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ, მაგრამ ეს საქმე მას არ იზიდავდა. მან თავი დაანება განჯაში სამსახურს და 1882 წლიდან კვლავ მაწავლებლად განაგრძო მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში. სკოლაში იგი ასწავლიდა ისტორიას, რუსულსა და ქართულ ენებს. ჩინებულად იცოდა რუსული ლიტერატურა, კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურას, ყველაზე ღრმად და საფუძვლიანად მშობლიურ ლიტერატურას ფლობდა. ქუთაისში მუშაობის პეროდში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში. 1887 წელს იგი ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: