The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანდა შიუკაშვილი

ვანდა შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1905
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 2001  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1927 წელს(საფორტეპიანო).

წლების განმავლობაში ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი(1935–1952წწ. ძირითადად თავის ძმასთან, მევიოლინე ლ. შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანის სონატებს, საქართველოს რადიოგადაცემები); 1929 წლიდან ეწეოდა პეგადოდიურ მოღვაწეობას, 1935 წლიდან თბილისის კონსერვატორიაში, 1952–1959წწ. იყო ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1968 წლიდან პროფესორი; მისი მოწაფეები არიან: ვ. ჩაჩავა, მ. ხვიტია, ნ. ჭირაქაძე, რ. თავაძე, გ. სიმონიშვილი, გ. ვაჩნაძე.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 310;  კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.183; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.247

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: