The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო შიუკაშვილი

ლეო შიუკაშვილი
Legal name:ლევან შიუკაშვილი
Date of birth:25 March, 1908
Date of death:5 January, 2000  (at 91 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1925 წელს, პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს (სავიოლინო).

ეწეოდა მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მუსიკოსი (I ვიოლინო); 1927 წლიდან იყო პედაგოგი, 1933 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1950 წლიდან პროფესორი; საქართველოს რადიოგადაცემებში, 1935-1952წწ. ძირითადად, თავის დასთან, პიანისტ ვანდა შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანის სონატებს; 1945–1947წწ. იყო სიმებიანი და სასულე საკრავების კათედრის გამგე, 1945–1952წწ. საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1952–1976წწ. ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1934 წლიდან პარალელურად მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ სამუსიკო ათწლედში; მისი მოწაფეები არიან: ლ. ისაკაზე, გ. ხატიაშვილი, რ. გვასალია, ე. ბათიაშვილი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 311; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.184; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.247

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: