შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ლომთათიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1956 წელს. 1956–1967წწ. იყო ქალაქ ტყვარჩელის ქალაქის საავადმყოფს ინფექციური განყოფილების გამგე; 1968 წელს თბილისის თემქის პოლიკლინიკის ინფექციური განყოფილების გამგე; 1968–1970წწ. შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის პროფპათოლოგიური კლინიკური ორდინატორი; 1971–1973წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 60–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატურალური აბრეშუმით გამოწვეული პროფესიული ალერგიული დაავადებები(სპეციალური დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა)", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |