The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ლომთათიძე

დაბადების თარიღი:17 მაისი, 1930  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1956 წელს.

1956–1967წწ. იყო ქალაქ ტყვარჩელის ქალაქის საავადმყოფს ინფექციური განყოფილების გამგე; 1968 წელს თბილისის თემქის პოლიკლინიკის ინფექციური განყოფილების გამგე; 1968–1970წწ. შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის პროფპათოლოგიური კლინიკური ორდინატორი; 1971–1973წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 60–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატურალური აბრეშუმით გამოწვეული პროფესიული ალერგიული დაავადებები(სპეციალური დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა)", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: