შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1943–1944წწ. იყო №1421 სამხედრო ჰოსპიტლის, 1947–1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს, 1951–1960წწ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960 წლიდან ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიის სხვადასხვა საკითხებს; დაჯილდოებულია მედლებითა და ქების სიგელებით; ქირურგ-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172; სილამაზე, როგორც ასეთი: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |