The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ლომიძე

თამარ ლომიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1921
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 2004  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1943–1944წწ. იყო  №1421 სამხედრო ჰოსპიტლის, 1947–1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს, 1951–1960წწ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960 წლიდან ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიის სხვადასხვა საკითხებს; დაჯილდოებულია მედლებითა და ქების სიგელებით; ქირურგ-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ თირეოტოქსიკოზის დროს", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172; სილამაზე, როგორც ასეთი: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - კომუნისტური შრომის დამკვრელი
  • 1970 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: