შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ლომიძე![]()
ბიოგრაფიადამადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს. 1986–1987წწ. ინტერნატურის სრული კურსი გაიარა მე–8 კლინიკური საავდამყოფოს თერაპიულ განყოფილებაში; 1987–1989 წლებში იყო ბარისახოს(დუშეთი) საუბნო საავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ენდოკრინოლოგიის, იმუნოლოგიის საკითხებს, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა –" იმუნური სისტემის მდგომარეობა და სინჯები გლუკოზის ტოლერანტობაზე ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.172
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |